კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული სტენტირების შემდეგ გარდაიცვალა

კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული სტენტირების შემდეგ გარდაიცვალა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბენდუქიძის ახლობლებმა განუცხადეს, მან დაახლოებით ორი კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ის ლონდონში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, სწორედ გადატანილი ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლინდონის ერთ-ერთ სასტუმროში დაიღუპა.