რამზან კადიროვი

რამზან კადიროვი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის მოკვლის შესახებ იუწყება

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის მოკვლის შესახებ იუწყება. ინფორმაციას რამზან კადიროვი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს და მოკლული ბათირაშვილის ფოტოსაც აქვეყნებს.

"ისლამის მტერი თარხან ბათირაშვილი, რომელიც საკუთარ თავს ომარ ალ-შიშანის უწოდებს, მოკლულია. ასე დაემართება ყველას, ვისაც თავში აზრად მოუვა რუსეთისა და ჩეჩენი ხალხის მუქარა. ასეთ ბედს გაიზიარებს ყველა, ვინც მუსლიმთა სისხლს დაღვრის", - წერს რამზან კადიროვი.

გასულ თვეს უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ომარ ალ-შიშანმა, იგივე თარხან ბათირაშვილმა სატელეფონო საუბრისას მამას განუცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" შემდეგი სამიზნე რუსეთი იქნება.