თქვას ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ბარამიძისთვის გაუგებარია თუ რატომ ამბობს უარს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ დებატებზე.
როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებ საუბრისას განაცხადა, დემოკრატიის მშენებლობის ფონზე, პარლამენტში უმცირესობას იმის უფლებას არ აძლევენ საკუთარი პოზიცია გამოხატოს.
,,პარლამენტის თავმჯდომარემ პარასკევს სამადლობელი სიტყვა უნდა თქვას. ერთი ყანწი უნდა წამოვუღოთ მას ამისთვის, რომ სამადლობელი სიტყვა თქვას. პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და ხალხმა უნდა იცოდეს ქვეყანაში რა მდგომარებაა სწორედ პოლიტიკოსებისგან, უმრავლესობისგან და უმცირესობისგან. გაუგებარია, როდესაც გასაოცარი დემოკრატიის მშენებლობაზე საუბრობენ და პარლამენტში ოპოზიციას საერთოდ არ მისცეს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვა კვლავ ითხოვს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, აუცილებელია დებატების ჩატარება, რათა საზოგადოებას მიეცეს იმის შესაძლებლობა გაარკვიოს რას ფიქრობს თითოეული დეპუტატი.
14 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვით მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე გამოვა.