ქუთაისის მახლობლად აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის მახლობლად აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის მახლობლად აფეთქება მოხდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

შემთხვევა წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში მოხდა, სადაც ცენტრალური ავტომაგისტრალი გადის. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. აფეთქება რესტორან ”ზედაზენში” მოხდა. 

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.