დიდი ბრიტანეთის რადიოსადგურებმა უკანასკნელი 10 წლის ყველაზე მოთხოვნადი სიმღერები გამოავლინეს. ყველასთვის მოულოდნელად, რეიტინგში ლიდერობა არავის დაუთმო კაილი მინოუგის კომპოზიციამ „Can’t Get You Out Of My Head“.
ავსტრალიელ პოპ-პრინცესას კვალდაკვალ მოჰყვება ბრიტნი სპირსი სიმღერით „Toxic“.
სამეულს აგვირგვინებს რობი უილიამსის „Angels“. მეოთხე პოზიციაზეა Jamelia 2003 წლის ჰიტით „Superstar“, მეხუთე ადგილს კი Liberty X „Just A LIttle“ იკავებს.
ჩამოთვლილი სიმღერების TOP-5 ბრიტანულ რადიოსადგურებში 875 მილიონჯერ გაჟღერდა.