დასავლურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეით პერიმ და ლედი გაგამ „გრემის“ ორგანიზატორებს მიმართეს თხოვნით, რომ ცერემონიალზე მათი ადგილები გვერდიგვერდ არ იყოს გამოყოფილი.
„მათ სთხოვეს რომ რამდენადაც შესაძლებელი იქნება იმდენად შორს გათვალონ მათი ადგილები ერთმანეთისგან. ეს კი მხოლოდ იმისთვის, რომ უხერხული სიტუაცია თავიდან აიცილონ“ - აცხადებს სანდო წყარო.
თუ როგორ გადაანაწილებენ ორგანიზატორები ვარსკვლავებისთვის განკუთვნილ ადგილებს, მხოლოდ თებერვალში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ სწორედ თებერვალში გაიმართება „გრემის“ ნომინანტების დაჯილდოების სადღესასწაულო ცერემონიალი.