პოლიტსაბჭოს სხდომა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა უკომენტაროდ დატოვეს

პოლიტსაბჭოს სხდომა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა უკომენტაროდ დატოვეს

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.

კომენტარი კოალიციის არც ერთ წევრს არ გაუკეთებია, გარდა ზვიად კვაჭანტირაძისა. შენობის მთავარი გასასვლელიდან მხოლოდ კვაჭანტირაძე გავიდა, ხოლო დანარჩენმა წევრებმა, როგორც დაცვის თანამშრომლებმა მედიას განუმარტეს, ტერიტორია უკანა გასასვლელით დატოვეს.