ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია მთავრობის დღის წესრიგში რჩება უმთავრეს პრიორიტეტად - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა , რომელიც რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მივიდა.
კვირიკაშვილის განმარტებით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის მანკიერი პრაქტიკა, როცა გამოძიების შედეგებს არ ველოდებით.
"ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია მთავრობის დღის წესრიგში რჩება უმთავრეს პრიორიტეტად, ასევე მინდა ვთქვა, რომ მანკიერი პორაქტიკა - არ დაელოდო გამოძიების შედეგებს, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.