ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები არ არიან ჩვენთვის ხმები, ისინი არიან ადამიანები, პიროვნულად ძალიან ღირებულნი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში მივიდა.
"ჩვენ მათ არ ვთვლით, როგორც უმრავლესობაში შემავალ ხმებს, ჩვენთვის თითოეული მათგანის ყოფნა უმრავლესობაში არის ღირებული და ისინი მნიშვნელოვანნი არიან, როგორც თანამებრძოლები. იმედი მაქვს, მათ შორის იქნებიან ადამიანები, რომლებიც დარჩებიან უმრავლესობაში, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანია პირად, პარტიულ და პიროვნულ განწყობებზე მაღლა დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები. დარწმუნებული ვართ, ჩვენ მოვძებნით ბევრ თემას პარლამენტში, რასთან დაკავშირებითაც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება", - განაცხადა ბესელიამ.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა არ დაიშლება.