დავით უსუფაშვილი ბრიფინგს გამართავს

დავით უსუფაშვილი ბრიფინგს გამართავს

მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიფინგს გამართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბრიფინგი ხვალ, 12:00 საათზეა დანიშნული.

პარლამენტის თავმჯდომარეს სამთავრობო ცვლილებებისა და "თავისუფალი დემოკრატების" მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.