"თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია დატოვეს

როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულან, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება კოალიციის დატოვების შესახებ და პარტიორებს დაემშვიდობებენ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია 4 ნოემბერს გადააყენა. მოგვიანებით გადადგომის შესახებ განცხადება ალექსი პეტრიაშვილმაც გააკეთა. 

ამასთან,  დღეს თანამდებობა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ წევრი გახლდათ, თუმცა ამ დროისთვის მას მინისტრობის გამო წევრობის სტატუსი შეჩერებული აქვს.