"ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხი თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებია.

სხდომას ესწრებიან "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები, მათ შორისაა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.

დღესვე გადაწყდება ისიც, დატოვებენ თუ არა "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციას.