ივანიშვილმა მითხრა, რომ ირაკლი ალასანიას ჯერ ცოტა ფულს გააკეთებინებდა და შემდეგ კორუფციაზე დაიჭერდა

ივანიშვილმა მითხრა, რომ ირაკლი ალასანიას ჯერ ცოტა ფულს გააკეთებინებდა და შემდეგ კორუფციაზე დაიჭერდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის, რაც ამ დღეებში საქართველოში ხდება, არ გაკვირვებია. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"შარშან, საპატრიარქოში შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე გამიმეორა, რომ დაიჭერდა მერაბიშვილს, უგულავას და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მეც. იქვე მოაყოლა, რომ ირაკლი ალასანიას ჯერ ცოტა ფულს გააკეთებინებდა და შემდეგ კორუფციაზე დაიჭერდა. ამავე შეხვედრაზე ახსენა, რომ შემდეგი "რუსთავი 2"-ის კონტროლის ქვეშ აყვანა იქნებოდა. ერთ-ერთი რაც ამ შეხვედრიდან ყველაზე ცუდად დამამახსოვრდა იყო ის, რომ ის მუდმივად მიმეორებდა, რომ თუ ჩემთვის საქართველო სახელმწიფო იყო, მისთვის ის უბრალოდ სამშობლოა. ამ ფრაზიდან მხოლოდ ერთი აზრის გამოტანა შეიძლება - ის ემტერება სახელმწიფო ინსტიტუტებს და ბოლომდე წავა მათ ჩამოსაშლელად... თუ არ შევაჩერეთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.