საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას, სავარუდოდ, ხვალ გააკეთებს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ავსტრიიდან საქართველოში ბრუნდება და სწორედ ამის შემდეგ შეაფასებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.
საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.