საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, თავდაცვის სამინისტროში, ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას შეხვდა. შეხვედრა, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. რიჩარდ ნორლანდს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
თავად ირაკლი ალასანიამ უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. მას სამინისტროში ელოდებოდნენ შეიარაღებული ძალებისა და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლები. ირაკლი ალასანიამ ეზოში თანამშრომლების მიერ გაკეთებულ კორიდორში გაიარა. ყოფილი თანამშრომლები მას ტაშით შეხვდნენ. ალასანიამ მათ მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.
ირაკლი ალასანიას წასვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ეზო თანამშრომლებმა უკვე დატოვეს და ისინი თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.