კოალიციის წევრების გუშინდელ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა

კოალიციის წევრების გუშინდელ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი ადასტურებს, რომ პრემიერისა და კოალიციის წევრების გუშინდელ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა.

"არ ვაპირებ იმის თქმას, ვინ რა თქვა და რა ტონალობაში მიდიოდა საუბარი, უბრალოდ გიდასტურებთ, რომ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.