თავდაცვის სამინისტრო ბრიგადის მეთაურების გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

თავდაცვის სამინისტრო ბრიგადის მეთაურების გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საჯარისო შენაერთებში ბრიგადის მეთაურების გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ჯარი არის აპოლიტიკური და ვერანაირი პოლიტიკური კრიზისი მასზე გავლენას ვერ იქონიებს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჯარისო შენაერთებში ბრიგადის მეთაურები თანამდებობიდან გადადგნენ.