რიჩარდ ნორლანდი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

რიჩარდ ნორლანდი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და საუბარი ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს შეეხო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა. ამ წუთებში რიჩარდ ნორლანდი თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ალასანიასთან შეხვედრას მართავს.