ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოში მიმდინარე პროცესებს "ტვიტერზე" ეხმაურება.
"ძალიან სამწუხაროა ინფორმაციების საქართველოში მინისტრების გადადგომის შესახებ. არჩევანი არაიდეალურ შიდა პარტნიორებსა და იდეალურ საგარეო მტრებს შორის ნათელი უნდა იყოს...",-წერს ლინკევიჩიუსი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია 4 ნოემბერს გადააყენა. მოგვიანებით, გადადგომის შესახებ განცხადებები ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ გააკეთეს.
ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროში განვითარებული მოვლენები ევროატლანტიკური კურსის მიმართ შეტევად შეაფასა. პრემიერმა კი ამ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.