საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 16.00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პრემიერი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს.