მაკ-კეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ ვოლკერი საქართველოს თავდაცვის უწყებაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. განცხადებები ყოფილმა ელჩმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში გააკეთა.
„არ მგონია, რომ ირაკლი ალასანიას გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდებოდეს საქართველოს პოლიტიკურორიენტაციას. ამ ყველაფერს უფრო საქართველოს შიდა პოლიტიკას ვუკავშირებ.
ვაშინგტონში ასევე არსებობს მუდმივი შეშფოთება იმ მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელიცსაქართველოს აქვს არჩეული ყოფილი მთავრობის წევრების მიმართ პოლიტიკური დევნის წარმოებით. თუმცა,ახლა ის გამოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სამართლებრივი პროცესები „ნაციონალურიმოძრაობის" წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი მოქმედებების მსგავსია. აქ იმას ვგულისხმობ, რომგამორიცხული არ არის კორუფციის არსებობა, მაგრამ ადამიანების დაკითხვაზე გამოძახება, წინასწარიპატიმრობის შეფარდება და მათი სამართლებრივი დევნის დაწყება საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებამდეხდება. ჩემი აზრით, ამ მოქმედებების დანიშნულება ალასანიას დისკრედიტაცია", - განაცხადა ვოლკერმა.
ვოლკერი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მინისტრების გამოცვლა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე აისახება.
„მას დასავლეთში იცნობენ, როგორც ადამიანს, რომელიც ზრუნავს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზედა ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაზე. როგორც საქართველოს ელჩმა გაერო-ში და შემდეგთავდაცვის მინისტრმა, ალასანიამ მოკავშირეებს შორის დიდი პატივისცემა მოიპოვა. მისი პიროვნების გარშემოდღეს მიმდინარე მოვლენები, ჩემი აზრით, საქართველოს არაფერში ეხმარება. ამით საქართველო იმას ვერდაადასტურებს, რომ შემდგარი დემოკრატიაა.
არაფერი უშლის მთავრობას ხელს იმაში, რომ დანიშნოს ახალი თავდაცვის მინისტრი, რომელიც გააგრძელებსNATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. არ მგონია, რომ მისი გათავისუფლება პირდაპირუკავშირდებოდეს საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციას. ამ ყველაფერს უფრო საქართველოს შიდაპოლიტიკას ვუკავშირებ. ვფიქრობ, რომ მთავრობაში ამჟამად მყოფ ზოგიერთ ადამიანს და მთავრობიდან ახლაუკვე წასულ პრემიერ-მინისტრს მისი პოლიტიკიდან განდევნა სურთ და ამის მიღწევას გამოძიების დაწყებით დაალასანიას საჯარო დისკრედიტაციით ცდილობენ", - განაცხადა ვოლკერმა.