ვახტანგ ძაბირაძე: ალასანიას უმთავრესი როლი უნდა იყოს, რომ გახდეს პირველი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში

ვახტანგ ძაბირაძე: ალასანიას უმთავრესი როლი უნდა იყოს, რომ გახდეს პირველი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას გადაყენების ფაქტს ეხმაურება და„რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ კოალიციის დაშლის შემთხვევაში ალასანიამ უნდა შექმნას პირველი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში.

„თუ დღეს კოალიცია დაიშლება და ალასანია გავა კოალიციიდან, მისი უმთავრესი როლი უნდა იყოს, რომ გახდეს პირველი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში. მან ეს ფუნქცია უნდა აიღოს საკუთარ თავზე, რომ ან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ან რაიმე კოალიცია ჩამოაყალიბოს. ამ გუნდის პროფილი კი უნდა იყოს არა საგარეო კურსი, არამედ ქვეყანაში დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.