აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწის მეთიუ ბრაიზას შეფასებით, კურსის ასეთი ცვლა ზიანს მიაყენებს ევროკავშირსა და ნატო-სთვის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას.
როგორც "პირWელს" ბრაიზამ განუცხადა, აღნიშნული ასევე შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
"ვაშინგტონის წამყვანი მოაზროვნეები უკვე შიშობენ, რომ ირაკლი ალასანიას, მოგვიანებით კი ალექსი პეტრიაშვილის თანადამდებობიდან გათავისუფლება არის ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანების გზიდან უხვევს. კურსის ასეთი ცვლა ზიანს მიაყენებს ევროკავშირსა და ნატო-სთვის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე, მის სტრატეგიულ კავშირებს დასავლეთ აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან",-განუცხადა "პირWელს" მეთიუ ბრაიზამ.
მისივე თქმით, ამავე დროს, პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე ერთგულება ტრანსატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმოშობილი ეჭვების გასაფანტად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია 4 ნოემბერს გადააყენა. მოგვიანებით გადადგომის შესახებ განცხადება ალექსი პეტრიაშვილმაც გააკეთა.
ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროში განვითარებული მოვლენები ევროატლანტიკური კურსის მიმართ შეტევად შეაფასა. პრემიერმა კი ამ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.