რამდენიმე ელჩმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

რამდენიმე ელჩმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს რამდენიმე ელჩმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში ლევან დოლიძემ, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ვიქტორ დოლიძის ძმაა, პოსტი უკვე დატოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩების მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ განცხადება ჯერჯერობით არ კეთდება.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული თანამდებობები დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა დატოვეს.