რიჩარდ ნორლანდი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება

რიჩარდ ნორლანდი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება

როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, „ბრალდებების რაოდენობა აღძრავს ლეგიტიმურ შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება“

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯი და ეს ეჭვი გაფანტოს.

„იმ დროს, როდესაც რეგიონში არის არეული ვითარება და საქართველო დგას შიდა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, რაც სჭირდება საქართველოს, ეს არის სტაბილურობა, ერთიანობა და დემონსტრირებული ერთგულება მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ითანამშრომლონ ამ მიზნების მისაღწევად და მათი ყურადღების ცენტრში იყოს ქვეყნის მომავალი, რაც მკვეთრადაა გამოხატული ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებაში. არ იქნებოდა უპრიანი აშშ-სთვის რამე პოზიციის დაკავება მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ ბრალდებების რაოდენობა ყოფილი თუ მოქმედი ოფიციალური პირების მიმართ აღძრავს ლეგიტიმურ შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება ხდება პოლიტიზირებული, ან პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას ნაბიჯი და გაფანტოს ეს ეჭვი“, - განაცხადა რიჩარ ნორლანდმა.