ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია

ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია

დღეს არ შემიძლია მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვების გარდა სხვა გადაწყვეტილება მივიღო, რამეთუ ვხედავ, რომ საქართველოს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა კოლეგებთან ერთად დატოვა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ის არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და არც არასდროს ყოფილა.

"მე ვარ კარიერული დიპლომატი. ჩემი 23 წლის პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე და ევროპული მომავლის უზრუნველყოფაზე. დღეს არ შემიძლია სხვა გადაწყვეტილება მივიღო, რამეთუ ვხედავ, რომ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოგვეცემა საშუალება გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული პრიორიტეტების განხორციელება. მინდა ვთქვა, რომ არსად არ მივდივარ, არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ ამ თემას და ღრმად მწამს, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს მომავალი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.