საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი შეუქცევადი იქნება და მასზე სასაცილო და გულუბრყვილო განცხადებები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის გადამდგარი წევრების განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
"ეს ჩვენი მთავრობის და ქვეყნის მტკიცე არჩევანია. ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. სპეკულაციებია საგარეო კურსის ცვლილებებზე განცხადებები, მათი სპეკულაციები და მათი არჩევანია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.