პრემიერმა უფლებამოსილება თავდაცვის მინისტრის მოადგილეებსაც შეუწყვიტა

პრემიერმა უფლებამოსილება თავდაცვის მინისტრის მოადგილეებსაც შეუწყვიტა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყვიტა. პრემიერის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

ასევე გამოქვეყნებულია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ალასანიას გადაყენების შესახებ ბრძანებაც.