ირაკლი ალასანია დღეს დილით თავდაცვის სამინისტროში მივიდა

ირაკლი ალასანია დღეს დილით თავდაცვის სამინისტროში მივიდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია სამინისტროში დღეს დილით მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ირაკლი ალასანიასთან ერთად თავდაცვის სამინისტროში მისი მოადგილეები მიხეილ დარჩიაშვილი და ვაკო ავალიანიც მივიდნენ. რაც შეეხება იმას თუ როდის მივა ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სამინისტროში, უწყების პრესსამსახურში ინფორმაციას არ ფლობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გუშინ გადააყენა.