"ჩვენ საგარეო პოლიტიკურ კურსზე ასეთი სასაცილო განცხადებები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ მთავრობის ყოფილი წევრების განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციებია.

"ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია და შეუქცევადი იქნება და ამას ვერავინ შეაჩერებს, მითუმეტეს, სასაცილო და გულუბრყვილო განცხადებები რა თქმა უნდა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს, ეს არის ჩვენი მტკიცე არჩევანი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი მთავრობის. ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.