პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "თავისუფალ დემოკრატებში" მისი მეგობრებიც არიან და სურს, მათთან ერთად ქვეყნის გასაძლიერებლად ბრძოლა გააგრძელოს".
"თავისუფალ დემოკრატებში" არიან ჩემი მეგობრებიც, ისინი არიან ღირსეული ადამიანები და მე მინდა, რომ მათთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, მაგრამ თუ ისინი არჩევანს გააკეთებენ სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის, ეს მათი არჩევანია, დაე, მათ აირჩიონ თუნდაც ირაკლი ალასანია, რომელმაც აბსოლუტურად გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და მე ვიტყოდი, შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რომლის არჩევანიც არის ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, ვაგრძელებთ ცხოვრებას და წინსვლას. არაფერი იცვლება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.