ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"მე მინდა, გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდით ამას, რომ ალექსი პეტრიაშვილი და მაია ფანჯიკიძე დატოვებდნენ თანამდებობას, თუმცა ნამდვილად ვწუხვარ, რომ მაია ფანჯიკიძემ სოლიდარობა თავისი ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა და არა ქვეყნის, ეს არის ძალიან პრინციპული ჩემთვის, თუმცა რა ვქნათ, ეს არის მათი არჩევანი, მათი უფლება, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას და წინსვლას. ძალიან სპეკულირებენ, მე მოვისმინე განცხადებები, რომ თითქოს 2012 წლის არჩევანი და ქართველი ხალხის გამარჯვება. 2012 წლის არჩევნები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნება", ეს არ უკავშირდება "თავისუფალ დემოკრატებს" მხოლოდ ცალკე აღებულს, ან მითუმეტეს ირაკლი ალასანიას და მის გუნდს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.