კოალიცია

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს 17:00 საათზე გაიმართება. "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანიას პარტიას "თავისუფალ დემოკრატებს" პოლიტსაბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სრული შემადგენლობით დასწრებისკენ გუშინ და დღეს მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სხდომაზე დასწრების უფლება როგორც პოლიტსაბჭოს წევრს, ირაკლი ალასანიასაც აქვს.

დღეს უნდა გადაწყდეს, დატოვებენ თუ არა "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციას. როგორც ირაკლი ალასანიამ გუშინ განაცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნება განხილვა, თუ როგორ გააგრძელებს კოლიცია მოქმედებას.