ბრალდებების რაოდენობა ყოფილი თუ მოქმედი ოფიციალური პირების მიმართ აღძრავს ლეგიტიმურ შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება ხდება პოლიტიზირებული ან პოლიტიკური მიზნებისთვის,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ირაკლი ალასანიას გადაყენების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
აშშ-ის ელჩმა მიმართა საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები, რათა გაფანტოს ეს ეჭვი.
ამასთან, ელჩის განმარტებით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობა საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი თემაა.
"იმ დროს, როდესაც რეგიონში არის არეული ვითარება და საქართველო დგას შიდა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, რაც სჭირდება საქართველოს, ეს არის სტაბილურობა, ერთიანობა და დემონსტრირებული ერთგულება მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობისა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ითანამშრომლონ ამ მიზნების მისაღწევად და მათი ყურადღების ცენტრში იყოს ქვეყნის მომავალი, რაც მკეთრად არის გამოხატული ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებაში. არ იქნებოდა უპრიანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რაიმე პოზიციის დაკავება მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ ბრალდებების რაოდენობა ყოფილი თუ მოქმედი ოფიციალური პირების მიმართ აღძრავს ლეგიტიმურ შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება ხდება პოლიტიზირებული, ან პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯი და გაფანტოს ეს ეჭვი", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.