საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მასთან ერთად თანამდებობა მისმა ოთხივე მოადგილემაც დატოვა. მაია ფანჯიკიძე "ქართული ოცნების" რიგებსაც ტოვებს.

როგორც ცნობილია, 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა, მოგვიანებით კი, თანამდებობის დატოვების შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც განაცხადა.