აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
"საქმის დეტალები არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი ალასანია ძლიერი ლიდერი, საქართველოს პატრიოტი და უაღრესად პატიოსანი ადამიანია",- განუცხადა "პირWელს" მეთიუ ბრაიზამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია 4 ნოემბერს გადააყენა. მოგვიანებით გადადგომის შესახებ განცხადება ალექსი პეტრიაშვილმაც გააკეთა.
ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროში განვითარებული მოვლენები ევროატლანტიკური კურსის მიმართ შეტევად შეაფასა. პრემიერმა კი ამ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.