პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ახალ მინისტრ მინდია ჯანელიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში 12:00 საათზე წარადგენს.
ჯანელიძე ირაკლი ალასანიას შემცვლელად ღარიბაშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე დაასახელა.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე მინდია ჯანელიძეს კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა.