კარლ ბილდტი - საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია

კარლ ბილდტი - საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის შეფასებით, საქართველოს კურსი საფრთხის ქვეშაა. ასე ეხმაურება ბილდტი twitter-ში საკუთარ გვერდზე ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას. 

"სერიოზული პოლიტიკური კრიზისია საქართველოში. შეტევა თავდაცვის მინისტრზე მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა. ქვეყნის კურსი საფრთხის ქვეშაა", - წერს ბილდტი.

ბილდტი, ასევე, აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ "ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტების მიერ უნდა იმართებოდეს და არა - კულუარებიდან".