ლინკოლნ მიტჩელი - ალასანიას ინტერესებშია, ნამდვილად დამოუკიდებელი იყოს

ლინკოლნ მიტჩელი - ალასანიას ინტერესებშია, ნამდვილად დამოუკიდებელი იყოს

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ლინკოლნ მიტჩელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებშია დაანახონ, რომ ისინი და ალასანია დაახლოებულნი არიან, თუმცა, ალასანიას ინტერესებშია, ნამდვილად დამოუკიდებელი იყოს", - წერს მიტჩელი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა.