„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კოალიციაში მიმდნარე კრიზისს, მაგრამ არ გაგვიკეთებია განცხადება გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია, კოალიციისსუბიექტებმა თავისი რესურსით უნდა დაძლიონ ეს ვითარება. ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღგვინიშნავს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან. შექმნილმა ვითარებამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და, რაც მთავარია, ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენიქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია.
აქედან გამომდიარე, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩავერთვებით ამ პროცესების დარეგულირებაში."-განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.