გიგა ბოკერია-ჩვენი პრობლემაა ოლიგარქი ივანიშვილი,რომელმაც ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს კრიზისში

გიგა ბოკერია-ჩვენი პრობლემაა ოლიგარქი ივანიშვილი,რომელმაც ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს კრიზისში

ჩვენი პრობლემაა ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს კრიზისში და გადადგა უამრავი ნაბიჯი, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას და უსაფრთხოებას.ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში გადაცემა "არჩევანში" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს."ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აზრით, თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებშიც მთავარი მოქმედი პირი ბიძინა ივანიშვილია.

"მაშინ, როცა სახეზეა ის, რომ კოალიცია იშლება, ბიუჯეტი არის გარღვეული და ვალების მეშვეობით აბალანსებენ, კრიმინალი გაიზარდა, ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების უმწვავესი გამოწვევები და პირველ რიგში აფხაზეთის ანექსიის საფრთხე დგას, ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია. ეს არის უღრმესი კრიზისი, რომელიც ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი პრობლემაა ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს კრიზისში და გადადგა უამრავი ნაბიჯი, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას და უსაფრთხოებას. ჩვენი საზოგადოების გადაუდებელი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ რეჟიმს დემოკრატიული გზით დავუსვათ წერტილი. მე ველი, რომ ქართული საზოგადოება წერტილს დაუსვამს ოლიგარქის მიერ პროკურატურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რომლის მსხვერპლიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი. ველი იმას, რომ საზოგადოება - სამოქალაქო პროტესტის და აქტივობის გზით, რისი ნაწილიცაა 15 ნოემბერი, აიძულებს ივანიშვილის რეჟიმს, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. საქართველოს სჭირდება მთავრობა, რომელიც მის უსაფრთხებას დაიცავს და არა მთავრობა, რომელიც თვითონ არის საფრთხე ამ უსაფრთხოების", - განაცხადა ბოკერიამ.