ფანჯიკიძე შესაძლოა დღეს გადადგეს

ფანჯიკიძე შესაძლოა დღეს გადადგეს

ირაკლი ალასანია ოჯახის წევრი, მისი მეუღლის და, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შესაძლოა თანამდებობიდან დღეს გადადგეს. ალასანაიას თანაგუნდელების არაოფიციალური ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძე თავის პოზიციას ალასანიას სკანდალური მოხსნის შესახებ დღეს კოალიციის პოლიტსაბჭოზე დააფიქსირებს,რის შემდეგაც ის სავარაუდოდ გადადგომის შესახებ განცხადებასაც გააკეთებს.

კოალიციასთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილის გადადგომა ალასანიას გუნდიდან სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად გადადგომის ერთადერთი შემთხვევა არ იქნება და მის მსგავსად ერთ-ერთ პირველი ღარიბაშვილის მთავრობას სწორედ ალასანიას ცოლის და , საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დატოვებს.