საპარლამენტო უმრავლესობიდან ფრაქცია

საპარლამენტო უმრავლესობიდან ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" გასვლით უმრავლესობა იშლება

„რესპუბლიკური პარტიის" წევრის, დავით ბერძენიშვილის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების"  ათი მანდატის გარეშე კოალიციას უმრავლესობა არ აქვს".  ამის შესახებ ბერძენიშვილმა „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

"ქართული ოცნება" უმრავლეობის დაშლის თავიდან აცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მასთან გაერთიანებას ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატები მოისურვებენ. 

უმრავლესობას პარლამენტში ქმნის ფრაქცია ან ფრაქციათა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში გაერთიანებული დეპუტატები პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს აღემატება, ანუ დღევანდელ პარლამენტში, უმრავლესობა სულ მცირე 76 დეპუტატის გაერთიანების პირობებში იქმნება. 

კოალიციურ უმრავლესობას პარლამენტში 6 საპარლამენტო ფრაქცია და ჯამში 83 დეპუტატი ქმნის.  ფრაქცია "ქართულ ოცნება - თავისუფალ დემოკრატებში" 10 წევრია, რომელთა უმრავლესობიდან გასვლა უმრავლესობის დაშლას ნიშნავს, რადგან 150 წევრიან პარლამენტში 73 პარლამენტარის ერთობა უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის.