"ირაკლი ალასანიას მთავრობიდან წასვლით "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იხეირებს," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა "არჩევანში" განაცხადა.
დეპუტატის თქმით, არც საქართველოს მთავრობაში და არც ქვეყანაში ძლიერი პრორუსული ძალა არ არსებობს. მისი განმარტებით, საზოგადოების არჩევანი - გახდეს ევროპული საზოგადოების ნაწილი, შეუქცევადი პროცესია.
„ქვეყანაში ძლიერი პრორუსული ძალა არ არსებობს, მითუმეტეს არც მთავრობაში. ევროსტრუქტურებშიინტეგრაცია კი ქვეყნის და საზოგადოების გადაწყვეტილებაა და არ გადაიხედება," - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.