"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ირაკლი ალასანიას განცხადებებს უპასუხისმგებლო უწოდა. როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა განმარტა, ვიდრე გამოძიების მხრიდან არ იქნება დადებული არგუმენტირებული მასალები, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი პროკურატურის საქმიანობაში პირდაპირი ჩარევაა.
"ასევე, თუ პროკურატურა დაელოდებოდა ვინმეს რეკომენდაციას, თუ ვინ როდის უნდა ჩამოვიდეს და როდისუნდა დააკავონ, სწორედ ეს იქნება მისი პოლიტიზება. მინისტრების უმრავლესობა ბრიუსელსა და ვაშინგტონშიაგადასახლებული და ამ ლოგიკით პროკურატურამ უნდა შეაჩეროს საქმიანობა", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, „ალასანია ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ნიშა დაიჭიროს - აღმართოს ანტირუსული დროშა და თავი წარმოაჩინოს დასავლეთის ორიენტაციის გარანტად".
"ეს არ გამოუვა, რადგან სააკაშვილი და ალასანია სხვადასხვა კალიბრის პოლიტიკოსები არიან", - აღნიშნა ბურჯანაძემ