საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის,ირაკლი ალასანიას რეიტინგი მის წარმატებას არ ნიშნავდა.
"რეიტინგი არ ნიშნავს წარმატებას. დიდი გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში და ვიცი, რომ ეს რეიტინგები ერთდღეს შეიძლება გქონდეს და მეორე დღეს ძირს ეგდოს. წარმატებული მინისტრი არის ის, ვისაც უწყებაში ისე აქვსაწყობილი საქმე, რომ კითხვები არ ჩნდება ან თუ ჩნდება, პასუხები არსებობს. წარმატებული მინისტრები არარიან ის მინისტრები, ვისაც შეიძლება, ათასამდე ადამიანი ჰყავდეთ მოწამლული და ჯერ დასკვნა არ იყოსამასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით საგანელიძემ.