ე.წ. კაბელების საქმეზე ინფორმაციის გავრცელება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის საჩუქარია

ე.წ. კაბელების საქმეზე ინფორმაციის გავრცელება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის საჩუქარია

იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მოხდა ე.წ. კაბელების საქმით, საჩუქარია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი თქმით, მან მიმართა შსს-ს, რომ შეისწავლონ პროკურორების ქმედება კონტრდაზვერვითი კუთხით.

"ეს პროექტი, რომელიც განხორციელდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის იყო უმნიშვნელოვანესი და ამ გადაწყვეტილებებით, ასე საჯაროდ გამოტანით, წყალში ჩაიყარა ეს პროექტი. მე მივმართე შსს-ს კონტრდაზვერვას, რომ შეისწავლოს პროკურორების ეს ქმედება კონტრდაზვერვითი კუთხით. ეს სწორად დახარჯული ფულია და ეს პროექტი არ უნდა იყოს გადაყრილი. ეს არის საჩუქარი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის. ამაში მე სრულად ვარ დარწმუნებული. თავდაცვის სამინისტრო ყველაზე სტრატეგიული დანიშნულების სამინისტროა. ეს კამპანია არის ჩვენი თავდაცვის უწყების და ევროატლანტიკური ღირებულებების მიღწევის მთავარი მანქანის წინააღმდეგ. ყველა დეტალი უნდა გაირკვეს. ცხოვრების ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს და გავარკვევ, საიდან მოდიოდა ეს დაკვეთა", - აღნიშნა ალასანიამ