ერთადერთი, ვისაც აწყობს მიმდინარე ქმედებები, არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები

ერთადერთი, ვისაც აწყობს მიმდინარე ქმედებები, არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები

მიმდინარე ქმედებები ურტყამს ჯარის, თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის იმიჯს და ერთადერთი, ვისაც აწყობს ეს, არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ასალანიამ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი თქმით, არის თუ არა ბმა მიმდინარე მოვლენებსა და ქვეყნის მოწინააღმდეგეების ინტერესებში, ეს განსჯის საგანი უნდა იყოს. "თავდაცვის სამინისტრო არ არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ნატო-სკენ მისწრაფების კუთხით, იმპლემენტაცია შეთანხმებების, ნატო-საქართველოს პაკეტის, თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის სახელზეა. ხვალ იწყება განხილვები ნატოში სწორედ ამ ჩვენი არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა ჯარის, თავდაცვის სამინისტროს და ჩვენი ქვეყნის იმიჯს ურტყამს. ეს ერთადერთი, ვისაც აწყობს, ჩვენი მოწინააღმდეგეა. ეს ერთადერთი, ვისაც აწყობს, არის ის, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თავისუფალ არჩევანს, ეს აწყობს იმ ქვეყანას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%. ბმა არის თუ არა ამ ორ მოვლენაში, ეს რა თქმა უნდა განსჯის საგანი უნდა იყოს და ამ საკითხს ხვალ პოლიტსაბჭოზე განვიხილავ. ამიტომაც ვთქვი დღეს, რომ პროკურატურა დღეს მიზანმიმართულად ურტყამს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერ ჯაჭვს, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაში", - აღნიშნა ალასანიამ.