ხვალ 2010 წელს დაკეტილი როკის გვირაბის გახსნა იგეგმება

ხვალ 2010 წელს დაკეტილი როკის გვირაბის გახსნა იგეგმება

2010 წელს სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი როკის გვირაბის გახსნის ცერემონია ხვალ გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.

ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივნის განა იანოვსკაიას ინფორმაციით, გვირაბის გახსნას ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვიც დაესწრება.

1985 წელს გახსნილი 3660 მეტრის სიგრძის გვირაბში ოთხი წლის წინ დაწყებული სარემონტო სამუშაოები 2015 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. ამასთან დაკავშირებით ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე შუადღეს რამდენიმე საათით მოძრაობა შეწყვეტილი იქნება.