პრემიერი

პრემიერი "თავისუფალ დემოკრატებს" პოლიტსაბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სრული შემადგენლობით დასწრებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "თავისუფალ დემოკრატებს" პოლიტსაბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სრული შემადგენლობით დასწრებისკენ მოუწოდა.

ღარიბაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ გაიმართება და მასზე დასწრების უფლება, როგორც პოლიტსაბჭოს წევრს, ირაკლი ალასანიასაც აქვს.

"ხვალ ჩვენ გავმართავთ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას. ალასანიას და მის პარტიას, როგორც პოლიტსაბჭოს წევრს, აქვს სრული უფლება დაესწროს პოლიტსაბჭოს სხდომას. მინდა დავაფიქსირო, რომ მსურს გაფართოებული პოლიტსაბჭოს მოწვევა და ამ სხდომაზე მსურს დაესწროს "თავისუფალი დემოკრატიები" სრული შემადგენლობით", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.